კორკოვადო (პორტ. Corcovado- "კუზიანი") - მთა ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროს ცენტრალურ ნაწილში. ამ გრანიტის მთის სიმაღლეა 710 მეტრი და იგი მდებარეობს ტიჟუკის ტყეში, რომელიც ეროვნულ პარკადააგამოცხადებული.
მიუხედავად იმისა, რომ კორკოვადო ქალაქის ცენტრში მდებარეობს, იგი მოჩანს რიო-დე-ჟანეიროს საკმაოდ გარე რაიონებიდანაც. ეს მთა მთელს მსოფლიოში ცნობილია მასზე მდგარი ქრისტეს 32 მეტრიანი ქანდაკებით, რომელიც აქ 1931 წელს აღმართეს.
Add caption |
ქრისტეს ქანდაკებას, როგორც კორკოვადოს მთავარ ღირსშესანიშნაობას, ყოველწლიურად 300.000 ტურისტი სტუმრობს. აქედან იშლება რიოს ულამაზესი ხედი, მოჩანს შაქრის მთა, როდრიგო-დე-ფრეიტასის ლაგუნა,კოპაკაბანასა და იპანემას პლაჟები, მარაკანას სტადიონი და რიოს ფაველები (უღარიბესი რაიონები).
No comments:
Post a Comment