ადრეული ისტორია
ბრაზილიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების პირველ თამაშად მიჩნეულია მატჩი,რომელიც გაიმართა 1914 წელს ქალაქ ფლუმინენსეში რიო დე ჟანეიროსა და სან პაულუს ნარჩევ ფეხბურთელებსა და ინგლისის საფეხბურთო კლუბ იქსტერ სიტის შორის.ბრაზილიამ ოსვალდო გომესისა და ოსმანის გოლების წყალობით 2:0 გაიმარჯვა.მომავალი წარმატებებისაგან განსხვავებით ბრაზილიელთა პირველი თამაშები შორს იდგა ბრწყინვალებისაგანეს ნაწილობრივ გამოწვეული იყო ბრაზილიურ ფეხბურთში არსებული დაპირისპირებით,რამაც ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციას საშუალება არ მისცა ანგარიშგასაწევი გუნდი ჩამოეყალიბებინა.
კერძოდ კი სან პაულუსა და რიო დე ჟანეიროს სახელმწიფო ფეხბურთის ფედერაციებს შორის დაპირისპირება ნიშნავდა იმას,რომ ეროვნული ნაკრები არ უნდა დაკომპლექტებულიყო ორივე ფედერაციიდან წამოსული ფეხბურთელებით.1930 და 1934 წლის ჩემპიონატებზე ბრზაილია პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა ასპარეზობას.მაგრამ მომავალში რადიკლაურად შეიცვალა ვითარება-ბრაზილიამ 1938 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მე-3 ადგილი დაიკავა,ხოლო ლეონიდას და სილვა ტურნირის ბომბარდირი გახდა.
1950 წელს ბრაზილიამ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა,რომელიც იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩატარებული პირველი ჩემპიონატი.ეს იყო ბრაზილიაში ჩატარებული ერთადერთი ჩემპიონატი(თუ არ ჩავთვლით 2014 წელს გასამართ მუნდიალს).ეს ჩემპიონატი უნიკალური იყო არაიმიტომ რომ გამორჩეული ფინალი ჰქონდა,არამედ იმიტომ რომ ბოლო ეტაპზე ჩემპიონობისთვის 4 გუნდი იბრძოდა.არსებითად ბრაზილიასა და ურუგვაის შორის მატჩი იყო გადამწყვეტი.ბრაზილიელებს ჩემპიონატის მოსაგებად ფრეც ჰყოფნიდათ,მაგრამ 2:1 წააგეს.მიუხედავად იმისა,რომ თავიდან 1:0 იგებდნენ.მატჩი გაიმართა რიო დე ჟანეიროში,მარაკანას სტადიონზე,დაესწრო 199,854 მაყურებელი.ეს მატჩი დღეს სამხრეთ ამერიკაშიცნობილია როგორც მარაკანასო,ხოლო ბრაზილიაში კი-საბედისწერო ფინალი.
1954წლის მსოფლიო ბრაზილიას შემადგენლობა გადახალისებული ჰყავდა,იყვნენ უდიდესი ფეხბურთელები-ნილტონ სანტოსი,ჯალმა სანტოსი და დიდი, მარაკანას ფინალიც დავიწყებული იყო,მაგრამ ბრაზილიელები შორს ვერ წავიდნენ:მეოთხედფინალში უნგრეთმა 4:2 დაამარცხა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ უსაშინლეს თამაშში.ეს სამარცხვინო მატჩი ცნობილია როგორც ბერნის ბრძოლა.ს მონაწილეობა მიღებული.
No comments:
Post a Comment